თბილისის N104 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ, ღია გაკვეთილით დაიწყეს
08-11-2024

თბილისის N104 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლის პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლაში, ამ დღეს, როგორც ამბობენ, დაუვიწყარი ღია გაკვეთილი მიეძღვნა.

პირველკლასელებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ისწავლეს ანბანის პირველი ასო-ბგერის წერა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა ცოდნის მშვენიერ სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ გაკვეთილზე ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა  „ა“ - ოქროს გასაღების დახმარებით გააღეს ანბანის ჯადოსნური კარები და სომხური ენის შესწავლაში პირველი ნაბიჯები გადადგეს. ეს შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე ყველასთვის განსაკუთრებულ მოგონებად იქცა და სასაწავლო გზის დასაწყისად აღინიშნა“, - გვეუბნებიან სკოლაში და პირველკლასელებს წარმატებებს, ახალ აღმოჩენებს უსურვებენ „ცოდნის სამყაროში“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203