ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
6 ნოემბერს კი, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 12 მოსწავლე მონაწილეობდა.
თითოეული მოსწავლე დიდი შემართებით ჩაერთო კონკურსში, შესაძლებლობები საინტერესოდ წარმოაჩინა და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნამუშევარი შესთავაზა.
1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. პირველი ადგილის მფლობელი, მალვინა ბერიძე კი სიმბოლური საჩუქრით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა ფუტკარაძე.
იხილეთ ფოტოები: