რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია? - თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კითხვას საინტერესო აქტივობით გასცეს პასუხი
08-11-2024

ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებას, რაც მოსწავლეთა დაინტერესებას იწვევს.

22 ოქტომბერს კი, სასკოლო პროექტის - „რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია?“, ფარგლებში, მე-9, მე-8 კლასების მოსწავლეებმა (მ . გელაძე) წარადგინეს საინტერესო აქტივობა, რომლის თემა - „ყავის არომატი“, გახლდათ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ყავის შედგენილობასა და არომატის გამომწვევ ნაერთებზე, ყავის ისტორიასა და სახეობებზე.

ასევე, მოსწავლეებმა გააცნეს სასკოლო საზოგადოებას ჩატარებული კვლევის ანგარიში.

განსაკუთებით დიდი მოწონება დაიმსახურა პრაქტიკულმა სამუშაომ - „ყავის ლაქის მოცილება ტანსაცმლიდან“.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ბოლოს, მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ლოგოც წარადგინეს და სასკოლო საზოგადოების დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203