თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრებას პროფესიონალი პედაგოგების საინტერო ინიციატივებით ამრავალფეროვნებენ და დაუვიწყარს ხდიან.
ამჯერად, Iა კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ნატალია ყურმაშვილის ხელმძღვანელობით, ცნობილი მხატვრის - ნინო ჩაკვეტაძის ნახატები „გააცოცხლეს“.
მოსწავლეებმა ფერწერული ნამუშევრების პერსონაჟთა როლები მოირგეს და ფერწერა, ფოტოგრაფიითა და რეალური პორტრეტებით წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შთამბეჭდავად წარმოადგინეს და შეძლეს, სასკოლო საზოგადოების სასიამოვნოდ გაოცება.
„უნიჭიერესი პატარები“, - სწორედ ასე შეაფასეს სკოლაში პირველკასელები და მათ წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: