გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი, პირველკასელებისთვის სასკოლო ცხოვრება ემოციებით სავსე, მრავალფეროვანი და საინტერესოა.
1-ელ ოქტომბერს კი, პედაგოგმა ქეთევან ქევხიშვილმა Iა კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში, რომელიც მიუძღვნა კლასში ანბანის „შემობრძანებას“.
ბავშვებმა ხალისითა და ინტერესით შეასრულეს სხვადასხვა დავალება და შემართებით შეუდგნენ ქართული ანბანის სწავლას.
გაკვეთილის ბოლოს კი, მასწავლებელმა მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცა ამ დღის სამახსოვრო ბარათები.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ვოდეო: