თბილისის N36 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას - იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფინალში გაიმარჯვა მე-10 კლასმა მოიპოვა, სუპერ-ფინალში კი ერთმანეთს მე-10 და მე-12 კლასები შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის მიერ და მას სპორტის პედაგოგი მაია მეტივიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: