შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებმა: ელენე გოგიტიძემ და ნიკა აბაშიძემ საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.
ქიძინიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია დიდი სიხარულით ულოცავენ მოტივირებულ მოსწავლეებს და უსურვებენ უამრავ წარმატებას.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: