„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“- ზანის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს ხოტბა შეასხეს 
08-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მარავალფეროვანი, მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში ზეიმი - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ გაიმართა, რომლის მიზანიც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის გახსენება გახლდათ. მასში I-IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ. 

მანამდე კი, თემატური პროექტი 2 კვირის განმავლობაში მომდინარეობდა. მის ფარგლებში, მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და მის უკვდავ „დედაენას“ გაეცნენ. 

უდიდესი იყო მოსწავლეთა ხელმძღვანელების როლი. აღსანიშნავია, რომ I  კლასის დამრიგებელი - რუსუდან გუგუშვილი, II  კლასის -ნანა  შურღაია, III  კლასის - სოფიო გერსამია, ხოლო IV  კლასის - რიმა  გაწერელია გახლავთ. 

ყველა აქტივობამ ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა.

„ღონისძიების მიზანია გავიხსენოთ ის, ვინც ნაწილ-ნაწილ, მისხალ-მისხალ აგროვებდა და მომავალს გადასცემდა საკუთარ ცოდნას, ვისი წყალობით ვართ დღეს წიგნიერნი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები, ფოტოები და პრეზენტაცია:

პრეზენტაცია

მოსაწვევი




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203