„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა წინსვლა და წარმატებები“- თამარ მაღლაკელიძე, გუმათის საჯარო სკოლის პედაგოგი
08-11-2024

თამარ მაღლაკელიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მუდამ განვითარებისა და წინსვლისკენ მიისწრაფის. მისი მთავარი მოტივაციაც მოსწავლეები არაინ, რომლებიც აძლევენ სტიმულს იყოს უკეთესი პედაგოგი- სწორედ ამ შემართებით, ყველა კლასში ასწავლის ინგლისურ ენას და ზრუნავს, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მეტად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გახადოს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თამარ მაღლაკელიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ისეთ გარემოს, რომ მოსწავლეებს აქვთ განცდა, რომ ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- კომუნიკაცია და მხარდაჭერა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

-  ისინი მაძლევენ ძალას და მოტივაციას, რომ ვიყო უკეთესი მასწავლებელი.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობასა და ერთობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეების წინსვლა და წარმატებები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- წაიკითხონ ასაკის შესაბამისი ლიტერატურა. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ეს იყო საახალწლო კარნავალი, რადგან ყველა მოსწავლე განსხვავებულ კოსტუმებში ვიყავით გამოწყობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203