„მამული, ენა, სარწმუნოება“ - ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გამართეს
14-06-2018
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა, სანთლები დაანთეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეროვნული და რელიგიური ინტერესების გაღვივებას და ამ კუთხით ცოდნის ამაღლებას. იხილეთ ფოტოები