ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა - „უდაბნომ“ საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა 
08-11-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ზრუნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოქმედება და შრომა ფართო საზოგადოებას გააცნოს. 

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი - „უდაბნო“ თელავში გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. 

ანსამბლმა, ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი დაიმსახურა. ამ გამარჯვებით „უდაბნომ” ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, ტექნიკური მომსახურების თანადაფინანსებით, მიწვევა მიიღო.

„აღნიშნული მიღწევა ქართული ფოლკლორის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისა და საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის დიდი შესაძლებლობაა! მომავალშიც წარმატებებს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს“,- აცხადებენ კულტურის ცენტრში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203