თბილისის N36 საჯარო სკოლაში აქტიური, მიზანდასახული და მოტივირებული მასწავლებლები ასწავლიან.
ერთ-ერთი მათგანი ნინო ლევერაშვილი გახლავთ. მან საერთაშორისო ასპარეზზე მუსიკალურ წარმატებას მიაღწია.
ესპანეთში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსი - SING FOR GOLD ჩატარდა, რომელშიც 52 გუნდი, მსოფლიოს 34 ქვეყნიდან მონაწილეობდა. თავის კატეგორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ გაიმარჯვა, რომლის წევრიც თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგი - ნინო ლევერაშვილი გახლავთ.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: