„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურობას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას“ - გეგუთის N2 სკოლის დირექტორი იზოლდა ფხაკაძე
08-11-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ფხაკაძე განათლებული თაობების აღზრის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისი თქმით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გამოიხატება გუნდურობითა და თანამშომლობით. მოსწავლეებს ყოველთვის რჩევებს აძლევს, რასაც ბავშვები ითვალისწინებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თავს არ ზოგავს, რომ მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასკოლო გარემო შესთავაზოს და ისინი სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობაში ჩართოს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი იზოლდა ფხაკაძე პასუხობს:                

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოწესრიგებულ სასწავლო გარემოს, თბილ, მეგობრულ დამოკიდებულებას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიან სკოლაა. მაგრამ ამის მიუხედავად შესაძლებლობის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებში და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურობას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეთა წარმატებული უკუკავშირი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ისტორიკოსი ვარ და ჩემი საგნიდან გამომდინარე დოკუმენტურ და ისტორიულ მხატვრულ ნაწარმოებებს. მაგალითად, ანა ანტონოვსკაია: „დიდი მოურავი“, რევაზ ჯაფარიძე: „მძიმე ჯვარი“, ვასილ ბარნოვი: „ტრფობა წამებული“, დათო ტურაშვილი: „ტყეების მეფე“, მ. კვესელავა: „ას ერგასის დღე“ და ასე შემდეგ.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მოსწავლეობის პერიოდში ბევრ სასკოლო ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ვდგამდით მინი სპექტაკლებს ქართველ მწერალთა შემოქმედებიდან, მიყვარდა სცენა, მხატვრული კითხვა. დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ სასკოლო კონკურსებს მხატვრულ კითხვაში. განსაკუთრებით მახსოვს კონკურსი, როდესაც წავიკითხე ზეპირად ნაწყვეტი შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“, ტარიელის თათბირი და გავხდი კონკურსის გამარჯვებული.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203