ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის კვირეული მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში „ილიას ნაწარმოებების მხატვრული კითხვის დღე“ ჩატარდა. აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
კვირეულის ფარგლებში, ასევე, სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ესეების კონკურსი სახელწოდებით: „ილია, ერის მამა“. გამარჯვებული ესეს ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ კვირეული ქართველი ერის მამის დაბადების დღეს მიეძღვნა.
იხილეთ ვიდეოები: