თბილისის N200 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით - „ჩემო კარგო ქვეყანა“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიეძღვნა ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია, სადაც სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიაზრეს დიდი საზოგადო მოღვაწის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
ასევე, მოსწავლეებმა, ნაწარმოებიდან - „კაცია ადამიანი“, „გააცოცხლეს“ მთავარი გმირები: ლუარსაბი და დარეჯანი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა პოეტი ტარიელ ხარხელაური.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: