ორღულის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 13 წლის მწერალმა საავტორო წიგნი უსახსოვრა  
08-11-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, ახალგაზრდა მწერალმა საჩუქრად წიგნი გადასცა. 

13 წლის  მწერალმა, ერეკლე ბეჟუაშვილმა, ბებიის, ელიზა მაჭავარიანის მშობლიური, ორღულის სკოლის ბიბლიოთეკას საავტორო წიგნი - „ტიბეტური საგანძური“, უსახსოვრა. 

სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ ნიჭიერი ახალგაზრდის საჩუქარი, წიგნი, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკას კიდევ ერთ ისტორიას შეჰმატებს. 

„უფალმა უმრავლოს ქვეყანას ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები. ერეკლე, სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მადლობას გიხდით ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის და გისურვებთ წარმატებულ მომავალს“, - ასე გადაუხადეს სკოლაში ერეკლეს მადლობა და წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203