თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სიამაყით აღნიშნეს, რომ 187 წლის წინ დაიბადა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე, უდიდესი მოღვაწე და მოამაგე თავისი ქვეყნისა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კირვალიძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ დიდ ღვაწლს, რაც ილია ჭავჭავაძემ ქართველი ერის წინაშე გაიღო.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს გურამ შარაძის ფილმი - „ყვარლიდან მთაწმინდამდე“, ასევე გაიხსენეს ილიას შემოქმედება.
იხილეთ ფოტოები: