ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურს „კულტურულ მემკვიდრეობაში“ კარგი შედეგები აჩვენეს
14-06-2018
ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ნიკა მახათაძემ, მარიამ კაპანაძემ, მარიამ ხმალაძემ და ქრისტინე ჩილინგარაშვილმა, პედაგოგ მაკა აფრიამაშვილის მონაწილეობით  eTwininng Plus-ის მიერ ორგანიზებულ კონკურს „კულტურულ მემკვიდრეობაში“ მონაწილეობა მიიღეს. 

აღნიშნულის ფარგლებში ახალციხის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლზე, აწყურის ციხესა და ტაძარზე ტურისტული გზამკვლევის ვიდეორგოლი შეიქმნა. სოციალურ ქსელში მომხმარებელთა მიერ მოწონებულ ვიდეორგოლებს შორის ახალციხის N6 საჯარო სკოლის გუნდის შემოქმედებაც მოხვდა. გუნდმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო. მათ წარმატებული  მუშაობისთვის მანანა რატიანმა და პროგრამა eTwinning Plus-ის კოორდინატორმა ხატია მატკავამ  სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცა, რისთვისაც სკოლა მადლობას იხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203