თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
2 ნოემბერს, მე-6ა და მე-6ბ კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრებლები და გაეცნენ მრავალფეროვან ეთნოკულტურას.
მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელები - ქეთევან გოგილაშვილი და მაია ჩხაიძე არიან, რომლებიც მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: