საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას და მათი ეკოცნობიერების ამაღლებას.
სწორედ ამ მოტივით, წლებია ორღულის სკოლაში ხორციელდება მრავალწლოვანი მცენარეების გამოყვანა და ხორციელდება პროექტი - „მწვანე გარემო და ბიზნესი“.
„ქვეყნის სიყვარული მასზე ზრუნვით გამოიხატება. ვფიქრობთ, რომ სკოლაში მიმდინარე პროექტით, „მწვანე გარემო და ბიზნესი“, ყველას, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, გვეძლევა საშუალება მცირედით, მაინც ვიზრუნოთ და გამოვხატოთ ქვეყნისადმი ერთგულება და სიყვარული. ყველა კეთილ საქმეს აქვს დასაწყისი, მაგრამ დასასრული არასოდეს...“, - ამ იდეით, სასკოლო საზოგადოება ზრუნავს თავისი წვლილი შეიტანოს ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია: ყვავილების, წიწვოვანი და სხვა მრავალწლოვანი ხეების გამრავლება სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებისა და ნერგების რეალიზებისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კლუბი „მწვანეების“, შექმნა და მასში სასკოლო საზოგადოების გაწევრიანება.
„ჩვენ, ყველას, ქვეყანაზე ზრუნვა და მისი სიყვარული გვაერთიანებს“, - ასეთია მოსწავლეთა მთავარი გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: