პირველკლასელთა ზღაპრული „მოგონებების კედელი“ თბილისის N36 საჯარო სკოლაში
13-11-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებსაც ისინი ბავშვებს სთავაზობენ.

ამჯერად, I კლასის დამრიგებელმა -  ნინი დალაქიშვილმა მოსწავლეებთან საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობა ჩაატარა.

მათ კლასში ფოტოების კუთხე - „მოგონებების კედელი“ მოაწყვეს, სადაც აღბეჭდილი იყო ის აქტივობები, რომლებიც განახორციელეს.

„ჩვენ ერთად ვქმნით მოგონებებს, პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე კიდევ ბევრ ლამაზ კადრს შემოვინახავთ, რასაც აუცილებლად აღვბეჭდავთ ჩვენს კედელზე“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინი დალაქიშვილი.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203