ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო ჩატარდა.
საღამო, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ V,VI,VII,VIII და IX მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფია და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, დიდი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის როლი ქართული საზოგადოებისა და ლიტერატურის განვითარებაში და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას, რომელმაც დიდი კვალი დატოვა.
იხილეთ ფოტოები: