ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული.
კვირეულის ფარგლებში, მერვე კლასში, საგან „მოქალაქეობაში“ ჩატარდა თემატური გაკვეთილები, მოსწავლემ ლიზი გოგსაძემ მოამზადა და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინა პრეზენტაცია საკითხზე - „ყალბი თუ მოგონილი“.
მოსწავლემ ისაუბრა ციფრულ ეპოქაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ, კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ნათლად წარმოაჩინა ყალბი ამბების, ფოტო მანიპულაცის საფრთხეები.
მოსწავლემ ასევე ახსნა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ყალბი ამბები, სასკოლო საზოგადოებას გააცნო პლატფორმები: „მედიაჩეკერი“ და მითების დეტექტორი. მოსწავლემ მსმენელებს პრაქტიკულად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით მარტივად გადამოწმდეს ფოტომანიპულაცია.
ასევე, მოსწავლემ სასკოლო საზოგადოებისათვის მოამზადა რჩევების ფურცლები - „იყავი მედიაწიგნიერი“.
მეექვსეკლასელ ნიკოლოზ გოგსაძისათვის საინტერესო აღმოჩნდა ქვიზი, სადაც მას უნდა ამოეცნო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ნამდვილი ფოტოები.
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გააიუმჯობესეს მედიაწიგნიერების კომპეტენციები და გაანალიზეს მისი მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: