„მასწავლებელი - მომავლის ანთებული სანთელი“ - ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
08-11-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ მასწავლებლის შრომასა და ღვაწლს, მადლობას უხდიან იმ დიადი საქმისთვის, რასაც წიგნიერი თაობების აღზრდა ჰქვია. 

სწორედ ამ მოტივით, სკლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია მასწავლებლის დღეს, რომელიც მოსწავლეებმა ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს და საყვარელ პედაგოგებს დიდი პატივისცემით მიულოცეს. 

„მასწავლებელი - მომავლის ანთებული სანთელი“, - ეს გახლდათ სლოგანი, რომელიც ლაიტ-მოტივად თანსდევდა ღონისძიებას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თბილი და ტკბილი სიტყვებით მიულოცეს ორღულის სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას პედაგოგებს მასწავლებლის დღე და კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203