ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ.
ისინი აქტიურად იყენებენ მიდგომას - „სწავლა კეთებით“, ახლახან, მოსწავლეებმა საკრავი მონოქორდი შეისწავლეს, შემდეგ კი ის საკუთარი ხელით დაამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, ხალისით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. აქტივობის შესახებ მეტ ინფორმაციას პედაგოგი ია ხურცილავა გვიზიარებს:
„დაწყებით საფეხურზე „კეთებით სწავლა“ მნიშვნელოვანია, მას თავისი უპირატესობები აქვს – სიმულაციები, მოდელირება, როლური თამაშები. მსგავი აქტივობა მოსწავლეებს საკითხის სიღრმისეულ სწავლაში ეხმარება. ასეთი ფორმით სწავლება მოსწავლეთა მოტივაცას ამაღლებს, მაღალია ჩართულობა სასწალო პროცესში და ბავშვები ხალისით სწავლობენ. ცოდნა კი, რომელსაც უშუალო შეხებით, გამოცდილებაზე დაყრდნობით იძენენ, მოსწავლეთა მეხსიერებაში ხანგრძლივად ინახება და თუ ამ მეთოდს თამაშის ელემენტებსაც დავუმატებთ, შედეგი ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბებს“,- აღნიშნავს ია ხურცილავა.
იხილეთ ფოტოები: