ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნანა ასტამაძესთან და მშობლებთან ერთად, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში - „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებისთვის მუზეუმი უჩვეულო, განსხვავებული და ჯადოსნური აღმოჩნდა. მათ ექსპონატები ნახეს, ცოდნა გაიღრმავეს, გაერთნენ და ფოტოები გადაიღეს.
მათ დღე ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„მუზეუმს საგანმანათლებლო და გასართობი ფუნქცია აკისრია. მუზეუმში წარმოდგენილი პროგრამები ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: