სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო ღონისძიებებსა თუ პროექტებში ერთვებიან.
ამჯერად, მე-9ბ კლასის მოსწავლეები: ლუკა სიხაშვილი, მარი კორაშვილი, ანა მახარაშვილი, ნანა მახარაშვილი და ნინო ჯანიაშვილი „ილიაუნის“ 2024 წლის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა.
სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისათვის.
საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და მათში დაინტერესებული პირებიც ჩართეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: