ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, გამონაკლისი არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ყოფილა. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
ეწერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მარიამ ბრეგვაძემ, მე-7-მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება „გააცოცხლა“, ღონისძიება კი მის იუბილეს მიეძღვნა.
მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები პოემების, ლექსებისა და ჩანაწერების სახით და ბუმბერაზი მწერლის მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეებმა ქვეყნის წინაშე, ილია ჭავჭავაძის ღვაწლს ხაზი გაუსვეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები: