ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ.
„ექსპერიმენტორიუმში“ შეგიძლია, თავი ნამდვილ მეცნიერად იგრძნო, ყვირილის ძალა გაზომო, ბურთი საკუთარი ენერგიით დამუხტო, ლურსმნებიან სკამზე დაჯდე, მეგობარი ჰაერში ასწიო, ელვა ხელით დაიჭირო“,- ნანახით აღფრთოვანებული მოსწავლეების ემოციებს გვიზიარებენ სკოლაში.
მოსწავლეებს ამ უჩვეულო მუზეუმში საოცარი თავგადასავლი გადახდათ.
„საოცარი ემოციებით დაიმუხტნენ ჩვენი „მეცნიერები“, ჩაატარეს ქიმიური ცდები, ექსპერიმენტები, შეასრულეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა“,- გვიყვებიან სკოლაში და ბავშვებს კვლავ არაერთ საინტერესო და სახალისო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: