დარეჯან ჭანუყვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას და წიგნიერების დიდ სამყაროში მოსწავლეებს მეგზურობას უწევს, ამაყობს მოწაფეებით და ცდილობს, რომ თითოეული მათგანი განათლებულ და ღირსეულ მოქალაქედ აღზარდოს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ დარეჯან ჭანუყვაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სიყვარული, ნდობა, ობიექტურობა და აღიარება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან აქტიურები და ინტერესიანები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეებისათვის ახალი, სახალისო და საინტერესო აქტივობებისა და მეთოდების შეთავაზება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო „საახალწლო კარნავალი“.