ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინინციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში გამოფენა - „ოქროსფერი შემოდგომა“, გაიმართა, რომელსაც პედაგოგი არეგნაზ ქალაშიანი ხელმძღვანელობდა.
გამოფენაზე წარდგენილი იყო მოსწავლეების მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც შემოდგომის თემატიკაზე შეიქმნა და რომლებმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ძალიან საინტერესო დღე იყო და ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი“, - ასე შეაფასეს კოლაში გამოფენა.
ბოლოს კი სკოლის დირექტორმა გაიანე კურღინიანმა მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: