საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და ეკოცნობიერების დონის ამაღლებას.
სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასვხა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-7 და მე-8 კლასებმა კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
„კიდევ ერთი საინტერესო პროექტი სკოლის მეშვიდე და მერვე კლასელებისათვის. ეს იყო საინტერესო პრეზენტაცია - დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში მობინადრე ღამურების კონსერვაცია, რომელსაც მხარს უჭერს Rufford Small Grants for Nature Conservation“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტის ძირეული ასპექტი არის ღამურების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი საზოგადოების განათლება. ეს მოიცავს სემინარებისა და პრეზენტაციების ჩატარებას
პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ სოფიო მაღლაკელიძე - მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთი; ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში, ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ღამურებს და მათ მნიშვნელობას ეკოსისტემაში. მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი ბრენდირებული საჩუქარი (პინი, ჭიქა)
სკოლას მიეწოდა ფლაერები და პოსტერები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ღამურებზე და ასევე მოკლედ აღწერს აღნიშნულ პროექტს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს დაუფინანსდებათ ღლიანას მღვიმეში ექსკურსია, სადაც ბინადრობენ ღამურები.
„პროექტი დაფარავს ექსკურსიის ხარჯებს და მათში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებელს გადაეცემათ სერტიფიკატები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანია ღამურების პოპულაციებს მნიშვნელოვანი სახეობების დაცვა და შენარჩუნება.
აღსანიშნავია რომ, პრეზენტაციები ტარდება საქართველოს რეგიონის მხოლოდ ხუთ სკოლაში.
პროექტი ხორციერლდება „ასოციაცია-ბიოს“ თანამშრომლობის ფარგლებში.
„უღრმესი მადლობა ასოციაცია ბიოს და მის აღმასრულებელ დირექტირს - ხათუნა გოგალაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: