ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია „ილია- ერის მამა“ ჩატარდა.
პრეზენტატორები - XI კლასის მოსწავლეები: ბარბარე ჯოხაძე, ბარბარე კერესელიძე, მარიამ მამფორია, ანი რატიანი. ხელმძღვანელები : ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია სირაძე და ბიბლიოთეკარი - თინათინ რატიანი იყვნენ.
ბავშვებმა ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ქვეყნისა და ერის წინაშე, აგრეთვე მის შემოქმედებაზე.
სკოლაში, XI - კლასელებს მადლობას უხდიან ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის, მათ წინსვლასა და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: