საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში მონაწილეობდნენ მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. მათ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
როგორც სკოლაში ამბობენ, მომავალ კვირაში შედგება საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი გაერთიანებული სხდომები.
სკოლაში, წარმატებებს უსურვებენ მოსწავლეებს.
„წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეთა საბაზო და საშუალო საფეხურის თვითმმართველობებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა სკოლის შემდგომი განვითარებისთვის“, -აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: