ტაბახმელის, დიოკნისისა და ბოძაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბადმინტონის ღია პირველობაში წარმატებით იასპარეზეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის, დიოკნისისა და ბოძაურის საჯარო სკოლებში მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი 2-3 ნოემბერს, ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ დარბაზში ბადმინტონში გამართულ აჭარის ღია პირველობაში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს.
უფრო კონკრეტულად, მოსწავლეთა შედეგები შემდეგნაირია:
ვაჟები - ინდივიდუალური U15:
- 1-ელი ადგილი - ბექა ძირკვაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა);
- მე-2 ადგილი - დათო საგინაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა);
- მე-3 ადგილი - გიორგი შანთაძე (ბოძაურის საჯარო სკოლა).
გოგონები:
- მე-3 ადგილი - ანანო ძირკვაძე(დიოკნისის საჯარო სკოლა).
წყვილები - U15, ვაჟები:
- 1-ელი ადგილი ბექა ძირკვაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა); გიორგი შანთაძე (ბოძაურის საჯარო სკოლა);
- მე-2 ადგილი - დათო საგინაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა); ანრი ხმალაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა);
- მე-3 ადგილი - გიგი კახაძე (ტაბახმელის საჯარო სკოლა); დაჩი კახაძე(ტაბახმელის საჯარო სკოლა).
გოგონები:
- მე-2 ადგილი -დარინა საგინაძე(დიოკნისის საჯარო სკოლა); ლიკა საგინაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა);
- მე-3 ადგილი - ნინი ძირკვაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა); მირანდა საგინაძე(დიოკნისის საჯარო სკოლა).
ვაჟები U13 - წყვილები:
- მე-3 ადგილი - ლუკა გობაძე (ტაბახმელის საჯარო სკოლა); ანრი ძირკვაძე (დიოკნისის საჯარო სკოლა).
გოგონები U13 - ინდივიდუალური:
- მე-3 ადგილი - ქრისტინე ხოზრევანიძე (ტაბახმელის საჯარო სკოლა).
შერეული წყვილი U13:
- მე-2 ადგილი - ლუკა გობაძე(ტაბახმელის საჯარო სკოლა); ქრისტინე ხოზრევაბიძე(ტაბახმელის საჯარო სკოლა).
იხილეთ ფოტოები: