მოუწევთ თუ არა პორტოფლიოს დაცვა წამყვან-მენტორობის მსურველ პედაგოგებს? - კითხვას მასწავლებლის სახლი პასუხობს
10-11-2024

„2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სქემის იმ მუხლების მოქმედება, რითაც რეგულირდებოდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გზები.

• სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, სქემაში შეჩერდა მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

• მასწავლებლებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ კარიერული წინსვლის უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა“, - 18 ივნისს განათლების სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია ინფორმაცია გაავრცელა და მას შემდეგ, გამოცდაჩაბარებულ პედაგოგებს მიეცათ პროფესიული წინსვლის საშუალება, თუმცა საინტერესო ისაა, როგორ აიმაღლებენ სტატუსს წამყვან-მენტორობის მსურველი პედაგოგები მიმდინარე სასწავლო წელს და ზოგადად, მიეცემათ თუ არა კარიერული ზრდის შესაძლებლობა? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა მასწავლებელმა მიმართა.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დეტალების დასაზუსტებლად მასწავლებლის სახლს მივმართეთ. ოფიციალურ სტრუქტურაში განგვიმარტეს, რომ ჯერჯერობით წამყვან-მენტორობის მსურველ პედაგოგებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ:

„ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით... მიეცემათ თუ არა მასწავლებლებს პორტფოლიოს წარდგენით სტატუსის ამაღლების საშუალება? - რატომაც არა! მიუხედავად იმისა, რომ სქემა შეჩერებულია, ძველი სქემა მოქმედებს, თუმცა პორტოფლიოს წარდგენის ვადებზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადეს მასწავლებლის სახლში.

რაც შეეხება პროფესიული საქაღალდის წარმოებას, მათივე განმარტებით, მასწავლებლები ისედაც აწარმოებენ პორტფოლიოს, დანარჩენი დეტალები კი მოგვიანებით გაირკვევა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203