„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თნამშრომლობას“ - მარეხი სუდაძე, პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი
11-11-2024

მარეხი სუდაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პროფესიასა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგია, მისთვის მთავარია მოსწავლეებს შეუქმნას საინტერესო სასწავლო გარემო და მათთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებით სავსე სამყაროდ აქციოს - სწორედ ამ შემართებით, ის ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე და დიდი სიყვარულით ემსახურება საქმეს, რასაც წიგნიერი თაობების აღზრდა ჰქვია. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მარეხი სუდაძესთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თანამშრომლურ გარემოს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- საინტერესო სასწავლო გარემო.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან მეგობრულები და მოსიყვარულეები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თნამშრომლობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- დასახული მიზნის მიღწევა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- საბავშვო მოთხრობები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ექსკურსია და საახალწლო ღონისძიება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203