ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია.
სტატუსის მოპოვების მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ შევსებული თვითშეფასების ფორმა;
ბ) განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) დამატებითი დანართები, რომლითაც დაწესებულება ადასტურებს სტანდარტების ინდიკატორის/კრიტერიუმის/კომპონენტის შესრულებას. საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რაც შეეხება ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურს, ის 500 ლარს შეადგენს.