აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეულით აღინიშნა.
4 ნოემბერს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას;
5 ნოემბერს, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და გაიაზრეს ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათქვამები;
6 ნოემბერს, ჩატარდა აქტივობა - „მე ვიცნობ ილიას“. მოსწავლეებმა დახატეს ილიას პორტრეტი, პეიზაჟი ლექსების მიხდვით;
7 ნოემბერს, ინფორმაცული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე მე-5 კლასმა POWER POINT-ის გამოყენებით შექმნა პრეზენტაცია: „ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა“;
8 ნოემბერს, კი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებელთა შემოქმედებითობა და კვირეულში ჩართულობისთვის თითოეულ მათგანს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: