კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება- „ილია ჭავჭავაძე - საქართველოს უგვირგვინო მეფე“ ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში V-VI კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ თემატური ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ღონისძიებაზე ამომწურავად ისაუბრეს.
გარდა ამისა, მათ ყურადღება მის შემოქმედებაზეც გაამახვილეს და მწერლის ნაწარმოებიდან კონკრეტული მონაკვეთები წაიკითხეს.
იხილეთ ფოტოები: