წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, იქ, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ირაკლი ირემაძეს - ისტორიის დოქტორსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორს უმაპსინძლეს.
მან სკოლაში საინტერესო და შინაარსიანი ლექცია წაიკითხა თემაზე- „ილია ჭავჭაძისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში“ .
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლექტორმა აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავძე არა მხოლოდ გამოჩენილი მწერალი და პოეტი იყო, არამედ დიდი სახელმწიფო მოღვაწეც. ის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგი და ერის კონსოლიდაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო. ილიას წვლილი ქართული ენის განვითარებასა და განმტკიცებაში უდიდესია.
ლექციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: