გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, სათანადო ინფორმაციას ფლობდნენ.
სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე თემატური ღონისძიებით აღინიშნა. მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე უდიდესი პასუხისმგებლობთა და მონდომებით ჩაერთო. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს და ბიოგრაფიული შტრიხებიც გაიხსენეს.
„თუ მის მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, ყოველი ფიქრი, აზრი, ნაბიჯი, ერთი მიმართულებით მიდის. მის ყოველ ამოსუნთქვას ერთი ადრესატი ჰყავს - საქართველო! ილია დაიბადა საქართველოსთვის, ცხოვრობდა საქართველოსთვის, მოკლეს საქართველოსთვის, მაგრამ დიდმა მამულიშვილმა დაგვიტოვა ანთებული ლამპარი, რომელიც გზას უნათებს მომავალ თაობას, ამ გზას „ილიას გზა“ ჰქვია“,- სწორედ ასეთი სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: