ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 187-ე დაბადების დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს. ბავშვებმა უკეთ გაიგეს, თუ რა ადგილი უჭირავს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს ისტორიაში და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. მათვე მწერლის მოთხრობა - „კაცია ადამიანი?!“ გაიხსენეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: