სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე სანიკიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯიდლოვდა.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის არბარე სანიკიძეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, პერსონალური კომპიუტერი საზეიმოდ გადაეცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელოს განათლების მიღება.
„ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგებთან ერთად, ულოცავს ბარბარე სანიკიძეს დაჯილდოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: