ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწაველეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში.
საგნობრივი ცოდნის ტრანზიციის პარალელურად, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობენ, აღსაზრდელებმა ზედმიწევნით იცოდნენ საკუთრი უფლებები, თუმცა იმავდროულად, არ უნდა დაავიწყდეთ მოვალეობები, არა მხოლოდ ოჯახის, არამედ სკოლის წინაშეც.
ასეთი თანამედროვე მიდგომის ერთ-ერთი დასტური გახლავთ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგის, თამარ გორგაძის მიერ ჩატარებული საინტერესო პრეზენტაცია.
„მოსწავლის მოვალეობები სკოლაში“ - აღნიშნულ თემატიკას მიეძღვნა საგაკვეთილო საათი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციას, პრეზენტაციის დასასრულს კი მოეწყო შემეცნებითი დისკუსია.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ უფლებებთან ერთად, გააჩნიათ მოვალეობები და პასუხისმგებლობა სკოლის, ოჯახის, თანატოლების წინაშე.