მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროგრამირებას Khan Academy-ს პლატფორმის გამოყენებით სწავლობენ
14-06-2018
მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში Khan Academy-ს პლატფორმის გამოყენებით პროგრამირების სწავლების პილოტირება განხორციელდა.

საპილოტე პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; „მაიქროსოფთ საქართველო“; „ედუქეა ჯორჯია“; „მაინდვორქსი“.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა Javascript-ის კოდი პრაქტიკოსი პროგრამისტის (დავით სოსელიას) და მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლის, მთვარისა თალაკვაძის მეთვალყურეობით შეისწავლეს. 

პროგრამირების შესწავლის საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაკვეთილები ახალი საჯარო სკოლებისათვის ინოვაციური შერეული სწავლების მეთოდით ჩატარდა. კერძოდ, სწავლების აღნიშნული მიდგომა დისტანციური და კლასში სწავლების მეთოდების გაერთიანებას გულისხმობს, რაც თავისმხრივ სიახლეს წარმოადგენს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ-მასწავლებლისთვისაც. 

მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებში სამომავლოდაც გამოადგებათ.

პროექტში ჩართული მოსწავლეები ჯგუფურ ნამუშევრებს ივნისის ბოლოს დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაზე წარმოადგენენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203