„ხმელეთის ზედაპირი ჩემ ირგვლივ“ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლის მიერ შექმნილი საინტერესო ბროშურა და სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება 
11-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და თითოეული საგნის მიმართ ჰქონდეთ განსაკუთრებული ინტერესი.

აქედან გამომდინარე, ცდილობენ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას გამოიყენონ თანამედროვე მიდგომები და კომპლექსური ბუნების დავალების ფარგლებშიც მოსწავლეებთან ერთად შექმნან ისეთი რესურსები, რომლებიც აღსაზრდელთა თვალსაწიერს გაამრავალფეროვნებს.

ახლახან, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნათია კაპანაძის დახმარებით, ელენე ხარაბაძემ შეასრულა კომპლექსური დავალება თემაზე „ხმელეთის ზედაპირი ჩემ ირგვლივ“. მოსწავლის მიერ შექმნილმა ხელნაკეთმა ბროშურამ პედაგოგის მოწონება დაიმსახურა, რადგან მოსწავლემ ილუსტრაციულადაც თავად გააფორმა ნამუშევარი.

ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203