ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს მოსწავლეთა მიღწევები და შედეგები ოლიმპიადებში.
იმერეთის საჭადრაკო ჩემპიონატში, 7 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა სკოლის I დ კლასის მოსწავლე მარიამ მიქაძე.
აღნიშნული კლასის დამრიგებელი ელისო კუბლაშვილი გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლის წარმატებით ამაყობს, ულოცავს მას გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: