მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი აქტიურად ზრუნავს, რომ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.
იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება და რასაკვირველია, მნიშვნელოვანი თარიღებიც თემატურად აღინიშნება.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნატო ნანავას ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს.
თემატურ აქტივობაში თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო, მათ ილია ჭავჭავაძის ლექსები წაიკითხეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: