„ოქროს შემოდგომა და ჩემი პირველი ანბანი“- ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება  
11-11-2024

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დიდი ხალისი და ჟრიამული იყო. 

ამის მიზეზი კი, პირველ კლასში გამართული მრავალფეროვანი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა და ჩემი პირველი ანბანი“ გახლავთ. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ მათ როგორც წელიწადის ოქროსფერს სეზონზე, ასევე ანბანზეც ისაუბრეს. პატარები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და ცოდნის სამყაროში კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს. 

შემოდგომის ნობათითა და ფერად-ფერადი ფოთლებით მორთული სასკოლო გარემო კი, საზეიმო განწყობას მეტად ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203